2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებებით:კულტურა ლათინური სიტყვაა და თავდაპირველად”დამუშავებულ’ მიწას ნიშნავდა
3.პროექტის სრული აღწერა:ეს ტერმინი სულიერი მდგომარეობის გამოხატვის მნიშვნელობით პირველად ძვ.წ.I საუკუნეში გამოიყენა ცნობილმა რომაელმა ფილოსოფოსმა და სახელმწიფო მოღვაწე ციცერონმა.ამ ტერმინის მრავალნაირი განმარტება არსებობს,მაგრამ საერთო აზრია,რომ ის არ შემოიფარგლება მხოლოდ მეცნიერებისა და ხელოვნების დარგებით.მისი მიღ წევები ასევე აისახება საცხოვრებელი თუ საზოგადო ნაგებობების,ქალაქების თუ დაბების დაგეგმარებისა და მათ გარეგნულ იერსახეში ადამიანთა ჩაცმულობაში,კვების,დროსტარების,ქორწილის,გლოვის,დაკრძალვის,ბრძოლის ტრადიციებისა და ყოფითი კულტურის სხვა სფეროებში.ქალაქებში სხვადასხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობდა:ქართველები,ბერძნები,ებრაელები,სომხები,სპარსელები...ამას ემატებოდნენ სავაჭროდ მოსული უცხოელები.სხვადასხვა ეროვნების ხალხი კომპაქტურად სახლდებოდა,რაც მათ უადვილებდა საკუთარი ტრადიციების,ენისა და აღმსარებლობის შენარჩუნებას.კლიმატური პირობების სხვაობა განაპირობებდა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ჩაცმულობის მრავალფეროვნებას.იბერიის მოსახლეობა ბარის მკვიდრებად და მთიელებად იყოფოდნენ.მათ განსხვავებული ტანსაცმელი ჰქონდათ.მთიულები ჩრდიოიკავკასიული ტომების ყაიდაზე იმოსებოდნენ,ბარში მოსახლენი კი -არმენიელების მსგავსად.საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული ’სამოსელნი ტყავისანი’,’სამოსელი ცხოვართა’ და ტყაპყჭი.დღემდე მოაღწია ხევსურულმა ტალავარმა,რომლის შემკულობა,შალის მრავალი ფერის გამა,მისი ადგილობრივი წარმოშობის მაჩვენებელი იყო.ქართველი კაცის სამოსის ნაწილად ქცეულა სატევარი,მოგვიანებით ხანჯალი და მუსარადის ქვეშ სატარებელი ქუდები.ძველი წარმოშობისაა ნაბადი,გავრცელებულია და დღესაც პოპულარულია ცხვრის ბეწვიანი ქუდები.საქართველოშიიცავდნენ პირად ჰიგიენას,იყენებდნენ ტილოსპერანგებსა და საცვალს.გათხოვილი და გაუთხოვარი ქალები ერთმანეთისგან განსხვავებული ლეჩაქებს ატარებდნენ.გავრცელებული იყო თავსაკრავი(მანდილი),ჩიხტიკოპები.ახალი წელთააღრიცხვის დასაწყისიდან პოპულარული ხდება ე.წ ევროპული მოდის დეტალები:გამოჭრილი და შეკერილი სამოსი ლითონის შესაბნევით,ოქროსა და ვერცხლის მშვილსაკინძები და სხვა საცმელიც.
4.მონაწილეთა ასაკი: 16-წლის
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ინფორმაციის მოძიება ისტ-ის საშუალებით
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება,შეიქმნას:ქართული ტრადიციული სამოსი-შექმნა სტენდებზე აპლიკაციების და სურათების,პატარა სამოდელო ტანისამოსი
8.სარგებელი სხვებისთვის:უნდა იცოდნენ თავიანთი კულტურა
9.სამუშაო ენა:ქართული
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:არა
11.საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტორიასთან
12.პროექტის ფასილიტატორი:მარიკა ხასაია
13.ფასილიტატორის ელ-ფოსტა:marikaxasaia.gmail.com/
14.პროექტის ფორუმი:-არ მაქვს
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: